ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

სოფელ ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა

გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.

ცეცხლი ვენახში გაჩნდა. ხანძრის შედეგად, დამწვარია ხმელი ბალახი და ვაზი.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა” – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიბიზნესი ისე უნდა გადაეწყოს, რომ მათი დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე 10%-ს აღარასდროს აჭარბებდეს – ფადი ასლი
შემდეგი სტატიალარის გაუფასურება და ხელისუფლების აბსურდული მიზეზები – ოპოზიცია მმართველ გუნდს არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში ადანაშაულებს