25 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ბაკურ ბაკურაძე “რუსთავი-2”-ის დირექტორი ხდება – ტვ პირველი

რუსთავი 2 ის ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე ხდება – ამის შესახებ “პირველებს” ინფორმაცია რეჟისორის გარემოცვამ მიაწოდა.

როგორც “ტვ პირველს” ეუბნებიან, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″ ლიცენზიით, მაუწყებლობის უფლების მქონე სს მედია ჰოლდინგის ხელმძღვანელად ბაკურ ბაკურაძეს ხვალ წარადგენენ.

ბაკურაძე “პირველებთან” ადასტურებს, რომ რუსთავი 2-დან შემოთავაზება ნამდვილად მიიღო, თუმცა ამტკიცებს, რომ “ჯერ გადაწყვეტილი არაფერია”.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ის ტელევიზიის დირექტორობას დათანხმდება, როგორი ტეელვიზია სურს რომ გააკეთოს, ბაკურაძე ამბობს, რომ “ეროვნული”.

ცნობისთვის, 10 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაკო ავალიანი სს “მედია ჰოლდინგის” გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს.

banner
წინა სტატიაშიაქცია მერიასთან, საზმაუსთან და რუსთაველის გამზირზე – 16 ივლისის პროტესტის ქრონოლოგია
შემდეგი სტატიაპროკურატურის განცხადებით, მთავარ არხს დოკუმენტების გადმოსაცემად გონივრული ვადა მისცეს