ბახტაძე: რეზინის ტყვიები და გაზი ქართული ოცნების ხელწერა არ ყოფილა და არც იქნება

“სოციალურ ქსელებში და ნაციონალური მოძრაობის მართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა. შ. ქართული ოცნების ხელწერა ეს არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს იყო ერთადერთი ადამიანის – მიხეილ სააკაშვილის ხელწერა, რითაც ის ქართულ საზოგადოებას დაამახსოვრდა. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია, რაც მიმდინარეობდა დღესაც და წინ უსწრებდა დღევანდელ დღეს, საერთო პროვოკაციის ნაწილია.

მინდა, დავარწმუნო საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ ჩვენ, თქვენთან ერთად, ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით ისე, რომ ქართული სახელმწიფო, ქართული დემოკრატია, ქართლი კონსტიტუცია გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული ”

პრემიერმინისტრი განცხადებას ავრცელებს. რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა.

 

banner
წინა სტატიაშინესტან კირთაძე: არც ერთი მმართველი ისე არ დასჯილა, როგორც შენ დაისჯები, ბიძინა!!!
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს