ბახტაძე „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს – წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ

წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევოპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კითხვას „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, „თიბისი არის“ სისტემური ბანკი ძლიერი ბანკია.

„თავი დაანებეთ „თიბისი ბანკის“ თქვენს პოლიტიკურ ნარატივში ამ კუთხით საკითხის დაყენებას. აქ ითქვა სიტყვა ორკესტრირებული შეტევა, რამდენჯერ მაქვს სურვილი ვისაუბრო დღევანდელ პრობლემაზე და მომავალში რა არის გასაკეთებელი, იმდენჯერ გაქვთ მცდელობა ყველაფერი წაიყვანოთ წარსულში. რადგან ქვეყანა გინდათ წაიყვანოთ წარსული. ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელს „ქართუზე“, როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი. მე მესმის, რომ ყველანაირად ცდილობთ, ყველა საქმე, რაც საქართველოშია, საქართველოს გარეთ არის, გლობალურად არის, დაუკავშიროთ ბიძინა ივანიშვილს. წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ, მარტივია ეს ყველაფერი. 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ. ამაშია პრობლემა. რაც შეეხება ამ საქმეს, გაეცემა პასუხი გამჭვირვალედ ისე, როგორც შეესაბამება მართლმსაჯულებას ობიექტურ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში“სულელს, რომ სულელი უწოდო ეს ლანძღვაა?” – ჩხუბი და დაპირისპირება პარლამენტში
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძემ ჭიათურლებს მადლობა გადაუხადა