ბახტაძე ევროსაბჭოში: რუსეთი ცდილობს სრულად წაშალოს ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება

“ეთნიკური დისკრიმინაციის გზით რუსეთი ცდილობს სრულად წაშალოს ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება. ამას არასოდეს დავუშვებთ!” – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას ისაუბრა.

პრემიერმინისტრმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მძიმე ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მაჩვენებელმა 5-6-ჯერ იკლო და შემცირდა.

ბახტაძემ ასევე ისაუბრა ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, როგორიცაა მოქალაქეების გატაცება, წამება და მკვლელობა, – “არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული ბოლოდროინდელ მსხვერპლთა სახელებია. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ირაკლი კვარაცხელია, უკანონოდ იქნა დაკავებული. ბუნდოვან გარემოებებში მისი გარდაცვალების მიზეზები კვლავ გაურკვეველია. ერთი რამ ნათელია: საქართველოს მოქალაქე უკანონოდ იქნა დაკავებული უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ აგებულ სამხედრო ბაზაზე.” – თქვა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრმა გამოსვლისას ასევე მადლობა გადაუხადა საპარლამენტო ასამლეას “ოთხოზარია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისთვის.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – როდესაც საქმე ეხება რეფორმებს, საქართველოში ამ პროცესში ყველა არის ჩართული
შემდეგი სტატიაგვაშფოთებს მერაბიშვილის საქმე და კრიტიკა თქვენი წინამორბედების სამართლებრივი დევნის გამო – ევროპელი დეპუტატები მამუკა ბახტაძეს