ბახტაძე აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, აშშ-ში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა თეთრ სახლში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში/ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან ჯონ ბოლტონთან გამართა.

“ეს იყო შეხვედრა სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობართან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობა არასოდეს ყოფილა პარტნიორობის ასეთ მაღალ დონეზე და კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებების მიმართ.

შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ როგორც ორმხრივ ურთიერთობაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ისე რეგიონალური გამოწვევები.

მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბოლტონს და ამერიკის მთავრობას საქართველოს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის.” ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშილილოში ე.წ. ტრაილერების მძღოლების აქცია გრძელდება
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე საპატრიარქოს პასუხის ელოდება