ბახრეინმა ნავთობის უმსხვილესი მარაგი აღმოაჩინა

ბახრეინის მთავრობამ განაცხადა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ნავთობის უმსხვილესი მარაგი აღმოაჩინეს, რომელიც ქვეყანას ნავთობის ბაზარზე ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშედ გადააქცევს. ახალი მარაგი სამეფოს დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.
დღევანდელი მონაცემებით, ბახრეინი ნავთობმწარმოებელი ქვეყნების 50-ეულში შედის. ნავთობის მარაგების კუთხით, ის დაახლოებით გერმანიის დონეზეა. 80 მილიარდ ბარელიანი მარაგი სიტუაციას კარდინალურად შეცვლის – მსგავსი რაოდენობით არის შეფასებული რუსეთის მარაგი – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიგერმანია სკრიპალის საქმეზე ისევ ბრიტანეთის პოზიციას იზიარებს
შემდეგი სტატიამოსკოვის წინადადებას გამოძიებას შეუერთდეს, ლონდონმა “გარყვნილება” უწოდა