ბახმუტთან მოწინააღმდეგის თავდაცვითი ხაზი გარღვეულია – გენერალი სირსკი

“ოკუპანტებმა უკრაინელ სამხედროებთან ბრძოლაში დაკარგეს ყველაზე გაწვრთნილი და საუკეთესო სამხედრო ნაწილები- 72-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა, 31-ე და 83-ე ცალკეული საჰაერო-მოიერიშე ბრიგადები- მათმა ქვედანაყოფებმა უმძიმესი დანაკარგების ფონზე ბრძოლისუნარიანობა დაკარგეს”, – ამბობს სირსკი.

„აწ უკვე გათავისუფლებულ დასახლება კლეშჩეევკასა და ანდრეევკაში ოკუპანტების ერთიანი თავდაცვით ხაზი იყო აგებული, რომელიც მათ გორლოვკასთან აკავშირებდათ. ამჟამად ოკუპანტები აღნიშნულ რაიონში რეზერვების მობილიზებას ახდენენ, რათა დაკარგული პოზიციები დაიბრუნონ და აღადგინონ თავდაცვითი ხაზის ერთიანი სისტემა, თუმცა, ჩვენი ძალები მტკიცედ იცავენ აღებულ პოზიციებს“ – აღნიშნა გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ.

banner
წინა სტატიაშიპატრუშევმა დაადასტურა, რომ პუტინი ჩინეთში ჩასვლას აპირებს
შემდეგი სტატია„ცისკარი გარდენში“ Bedford Falls-ის კონცერტი გაიმართება – ღონისძიების სპონსორია SOLO X