ბახმუტთან ახლოს, უკრაინელი ჯარისკაცების მიერ დღეს, კლეშეევკას დასახლების გათავისუფლებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს და უკრაინელ დამცველებს მადლობას უხდის.
”დღეს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც იცავთ ჩვენი სახელმწიფოს ცას. ჩვენი საჰაერო ძალების პილოტებს და ინჟინრებს, მობილური სახანძრო ჯგუფების მეომრებს. გმადლობთ, რომ მუდმივად ზრდით ჩამოგდებული რუსული რაკეტების და უპილოტო თვითმფრინავების რაოდენობას და შესაბამისად, ჩვენი ხალხის და გადარჩენილი ინფრასტრუქტურის რაოდენობას. გმადლობთ, მეომრებო!
მადლობა ყველას, ვინც ახლა ფრონტის ხაზზეა. თითოეულ ბრიგადას. კუპიანსკიდან- ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპირომდე, ბახმუტის მიმართულებიდან – ყველა უკრაინულ პოზიციამდე, ნულოვანი წერტილიდან – ჩვენი ქვეყნის სამხრეთამდე. მადლობას ვუხდი ბიჭებს სიძლიერისთვის!
დღეს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ჯარისკაცები, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ ბრუნდებიან უკრაინაში ბახმუტის ტერიტორიაზე. უკრაინის საჰაერო ძალების მე-80-ე ბრიგადა, მე-5 ცალკეული თავდასხმის ბრიგადა, ეროვნული პოლიციის დიდებული 95-ე და გაერთიანებული თავდასხმის ბრიგადა “ლიუტი”. კლეშეევკა! ყოჩაღ ბიჭებო! ” – ამბობს ზელენსკი