ბახმუტი იქნება რუსების შემდეგი სამიზნე, თუ ისინი დაიკავებენ სევერსკს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ რუსული არმია ნელა მიიწევს დასავლეთისკენ – ლისიჩანსკიდან სევერსკზე, დაბომბვისა და სადაზვერვო შეტევების შემდეგ, რათა გზა გახსნას სლავიანსკსა და კრამატორსკზე წინსვლისთვის.

უწყების ვარაუდით, რუსი ოკუპანტების შემდეგი სამიზნე ბახმუტია, სევერსკის დაკავების შემთხვევაში.

განახლებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზმეინის კუნძულიდან გაქცევის შემდეგ, რუსეთი ცდილობს უარყოს, რომ უკრაინამ ის თავის კონტროლქვეშ დაიბრუნა.

წინა სტატიაშიმოსამართლის სათქმელი არის დარბაზში – ბესელია
შემდეგი სტატიაველოდებით მკაფიო განმარტებას ქალბატონი კელი დეგნანისგან, ჰქონდა თუ არა მსგავს ზეწოლას ადგილი ლაშა ჩხიკვაძესთან საელჩოს წარმომადგენლის მხრიდან და უკავშირდება თუ არა, ჩხიკვაძის ამერიკაში წასვლის უფლებაზე უარის თქმა, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას – სუბარი