ბახმაროში ვერტმფრენის სადგომის სახურავი ჩაინგრა

დიდთოვლობის გამო დაბა ბახმაროში ვერტმფრენის სადგომის სახურავი ჩაინგრა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სადგომზე მხოლოდ ერთი, უცხოური კომპანიის კუთვნილი ვერტმფრენი იდგა, რომელიც ტურისტებს ემსახურება და ის დაზიანდა,  აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუჭავამ. მისივე თქმით, ბახმაროში თოვლის საფარი 3 მეტრს აღწევს. კურორტზე, ამ დროისთვის ექსტრემალური სპორტის მოყვარული ტურისტები იმყოფებიან, რომლებიც ბახმაროს მესამე სეზონია ზამთარში სტუმრობენ

banner
წინა სტატიაშისაქართველოს გიდების ასოციაცია ქუთაისელი გიდებისთვის ტრენინგ-კურსს მართავს
შემდეგი სტატიაკობი-გუდაურის გზაზე ზვავში მოყოლილი ტურისტის ძებნას მაშველები ხვალ განაახლებენ