ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია კურორტ ბახმაროში უნებართვო და უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მერიის ცნობით, კურორტის უნიკალური ეკოსისტემის, რეკრეაციული პოტენციალისა და არქიტექტურული იერსახის დასაცავად, ნებისმიერი სახის სამშენებლო საქმიანობა მკაცრად გაკონტროლდება. სამართალდამრღვევი პირების მიმართ კი კანონით გათვალისწინებული მკაცრი ზომები — სოლიდური ფულადი ჯარიმები და ნაგებობების დემონტაჟი გატარდება.
“კურორტ ბახმაროს უნიკალური რეკრეაციული პოტენციალის, ეკოსისტემისა და არქიტექტურული იერსახის დაცვის მიზნით, მკაცრად კონტროლდება ნებისმიერი სახის სამშენებლო საქმიანობა.
მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა და ნუ ჩაერთვებით კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. უნებართვო მშენებლობის ფაქტის შემჩნევის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ”,_ აცხადებს მერია.















