26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ბახმაროში სახელდახელოდ მოწყობილი ბლოკპოსტები ამოქმედდა – რა ხდება ადგილზე

კურორტ ბახმაროში სახელდახელოდ მოწყობილი ბლოკპოსტები ამოქმედდა, სადაც ჩოხატაურის მერიის თანამშრომლები ავტომობილებს აჩერებენ და სამშენებლო მასალების გადატანის ფაქტებს ამოწმებენ.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ადგილზე მყოფი საჯარო მოხელეები გადაწყვეტილებას უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით, ე.წ. „თხოვნის კანონის“ აღსრულებითა და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართვით ხსნიან.

მერიის წარმომადგენლების განცხადებით, კურორტზე ორი სამონიტორინგო ჯგუფი მუშაობს, რომლებიც მოქალაქეებს უკანონო მშენებლობებისგან თავის შეკავებას სთხოვენ და სამშენებლო მასალებზე საჯარო რეესტრის ამონაწერს ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ბლოკპოსტებზე მყოფმა პირებმა მედიასთან ვერ შეძლეს იმ ოფიციალური დოკუმენტის ჩვენება, რომელიც მათ აღნიშნული კონტროლისა და შემოწმების განხორციელების სამართლებრივ უფლებამოსილებას ანიჭებდა.

banner
წინა სტატიაშირადოსლავ სიკორსკი: ფაზა, როდესაც ომში ინიციატივას რუსეთი ფლობდა, დასრულდა
შემდეგი სტატიარეკორდული სიცხეები ევროპაში