ბახმაროს დასასვენებელი სკვერების განაშენიანების გეგმა დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული დაბა ბახმაროს დასასვენებელი სკვერების განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა.

გეგმა მოიცავს ბახმაროს სარეკრეაციო არეალში მდებარე 13 805 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთების, ტროტუარის და ნარგავების, ბორდიურების, ტერიტორიის მწვანე საფარის, დეკორატიული ღობის მოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს.

სკვერში განთავსდება სკამები, დამონტაჟდება გარე განათება, ფანჩატური და გაკეთდება ბავშვთა სათამაშო სივრცეები.

მოწესრიგდება საინჟინრო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა.

„საპროექტო ტერიტორიის საპარკე ფუნქციით განვითარება უკვე დაწყებულია, განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში კი, იგეგმება სკვერის გაფართოება. დაბა ბახმაროს განახლებული სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2017 წელს დამტკიცდა. როგორც მიწათსარგებლობის, ისე განაშენიანების რეგულირების გეგმა ხელს შეუწყობს დაბის სწორ განვითარებას და დაიცავს კურორტს ქაოტური განაშენიანებისაგან“ ,- აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას უცნობი მამაკაცი თავს დაესხა
შემდეგი სტატიაზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეების ქრონოლოგია-წალენჯიხის ყოფილი პრეფექტის ზურაბ გუჩუას ექსკლუზიური წერილი