“ბახალას” მხარდასაჭერად – სამოქალაქო სექტორი მთავრობის ადმინისტრაციასთან მასშტაბურ აქციას გამართავს

სამოქალაქო სექტორი გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად ერთიანდება. მსახიობის დაკავებასა და მისთვის 8-წლიანი პატიმრობის შეფარდებას, დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორი “თეთრი ხმაურის” მოძრაობაა.

პარალელურად, უკვე დაიწყო პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტისგან მსახიობის შეწყალებას ითხოვენ.

„ის არის ერთ-ერთი მსხვერპლი იმ პრობლემების, რომელიც პოლიციის საქმიანობასთან, ჩადების პრაქტიკასთან და ასევე არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არსებობს ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად ეს არის ყველას პრობლემა და ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ მავნე პრაქტიკების დასასრულებლად,“-განაცხადა ბახალას ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი კანონის დაუყოვნებლივ შეცვლას ითხოვენ.

„გვაქვს ისეთი ფაქტები, რომელიც არაერთი არის და რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა და რომლის გასაპროტესტებლადაც იკრიბება ეს საზოგადოება. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გადაიხედოს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ნარკოპოლიტიკას. ეს წლების განმავლობაში არსებული ცუდი პრაქტიკის განმაპირობებელია. შესაბამისად კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს,“-აცხადებს IDFI აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაია: გიორგანაშვილის განაჩენი არაპროპორციულია
შემდეგი სტატიასერბეთის ეროვნული ასამბლეის თავჯდომარე საპატრიარქოში მივა – შეხვედრაზე ბიბილოვის და სერბეთის პატრიარქის შეხვედრაზე ისაუბრებენ