“ბახალა” სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ სცნო

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

მეორე ინსტანციის სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მსახიობს სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ადვოკატი იმედოვნებდა, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გააბათილებდა.

გიორგანაშვილს სახელმწიფო ბრალდება ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებაში მონაწილეობას ედავება.

banner
წინა სტატიაში6 თვის განმავლობაში თქვენ მკვლელებს და მკვლელების მფარველებს აფარებთ ხელს – მელია შს მინისტრს მიმართავს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ნიკა მელიას : თქვენ რუსთაველის გამზირზე უხეშად არღვევდით წესრიგს, მსგავსის გამეორების პირობებში შედეგი იქნება იგივე, გარწმუნებთ