ბაყაყების, ღვიძლის ძეხვისა და სპაგეტის მოყვარულები – მედვედევი კიევში ევროპელი ლიდერების ვიზიტზე

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კიევში ევროპელი ლიდერების ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ნულოვანი სარგებელია“.

„ბაყაყების, ღვიძლის ძეხვისა და სპაგეტების მოყვარულ ევროპელებს უყვართ კიევის მონახულება. სარგებელი ნულის ტოლფასია. ისინი უკრაინას ისევ დაჰპირდნენ ევროკავშირში შესვლას და ძველ ჰაუბიცებს“, – წერს კრემლის ექსლიდერი ტვიტერის პირად გვერდზე.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებს მოუწევთ მატარებლით მგზავრობა, როგორც 100 წლის წინ.

„ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ეს არ დააახლოებს უკრაინას მშვიდობასთან. საათი მიდის“, – აცხადებს მედვედევი.

banner
წინა სტატიაშიმუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში კალათბურთის მოედანი ეწყობა
შემდეგი სტატიასაქართველოს გაწევრიანება და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია და ამაზე ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა ერთსულოვანია – დოლიძე