ბაიკალის ტბის გარკვეულ ადგილებში მომატებული რადიაციული ფონი დაფიქსირდა

ირკუტსკის ოლქის სოფელ ლისტვიანკას მაცხოვრებლებმა რუსეთის ზედამხედველობის სამსახურს განცხადებით მიმართეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბაიკალის ტბის სანაპიროზე, სადაც ეს სოფელია განლაგებული, რადიაციული ფონი შესამჩნევადაა გაზრდილი. ამის შესახებ იუწყება სააგენტო “БайкалПост”.
რუსეთის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს იფიციალურად დაუდასტურეს მოსახლეობის განცხადებაში აღნიშნული ფაქტი, თუმცა არ დააკონკრეტეს აპირებენ თუ არა სასწრაფო ზომების მიღებას. ზედამხედველობის სამსახური აცხადებს, რომ ადრე ამდაგვარი ტიპის განცხადებები ირკუტსკის ოლქიში არ დაფიქსირებულა. ამავე დროს, სააგენტო “БайкалПост” აღნიშნავს, რომ ბაიკალის სანაპიროს გარკვეულ ადგილებში მომატებული რადიაციული ფონის არსებობა სპეციალისტებისთვის ცნობილი ფაქტია, რაც არის იმ ტერიტორიაზე წიაღისეულის არაკონტროლირებადი მოპოვების შედეგი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შსს მუშაობს მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი დააკავეს