ბაიდენმა ზელენსკი ივლისში აშშ-ში დაპატიჟა

ბაიდენმა ზელენსკი ივლისში აშშ-ში დაპატიჟა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აშშ-ში დაპატიჟა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას უთხრა.

“ეს სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ბაიდენის ევროპაში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრამდე იგეგმებოდა, და პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა, რომ ის მტკიცედ დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ევროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე თქვა – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მისივე თქმით, ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი, ასევე, აშშ-ში დაპატიჟა.

სალიმანის გამოსვლის შემდეგ “ტვიტერში” უკრაინის პრეზიდენტის შეტყობინება გამოჩნდა, სადაც ის წერდა, რომ ვიზიტი, შესაძლებელია, ივლისში დაიგეგმოს. “მადლობა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, ჩვენი სატელეფონო საუბრისას ივლისში თეთრ სახლში დაპატიჟებისათვის. მოულოდნელად ველოდები ამ შეხვედრას, რომ უკრაინა-აშშ-ს შორის სტარტეგიული თანამშრომლობის გაფართოებაზე ვისაუბროთ”, – ზელენსკიმ დაწერა.

banner
წინა სტატიაშიიტალიელი ნეონაცისტები ნატოს ბაზის აფეთქებას აპირებდნენ
შემდეგი სტატიავაშაძე: იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა” მიშელის დოკუმენტსაც მოაწერს ხელს