ბაიდენმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მსოფლიოს უკანასკნელად მოუწოდა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინაში ვიზიტისას მსოფლიოს თანამეგობრობას რუსეთის ხელისუფლების აგრესიის წინააღმდეგ მოქმედებებისკენ მოუწოდა.
“რუსეთის სხავადასხვანაირად ცდილობს ჩვენი მიღწევების ჩაშლას, ჩვენი უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაშლას. გრძელდება პროპაგანდისტული შეტევები, ეკომომიკური დესტაბილიზაციის მცდელობები. უკრაინას, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანას, უფლება აქვს საკუთარი გზა აირჩიოს, თუმცა, რუსეთი ამ არჩევანს უარყოფს” – განაცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კიევში გამართულ ბრიფინგზე.

ბაიდენის აზრით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ მოსკოვი საბოლოოდ არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, რომელსაც მისნკის ხელშეკრულება არეგულირებს.

banner
წინა სტატიაშიჩინური მედია: ტრამპი ცეცხლს ეთამაშება
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი ყირგიზეთის მთავრობასა და მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს