ბაიდენმა პუტინს კლიმატის საკითხზე გამოსვლის გამო შეაქო

ბაიდენმა პუტინი შეაქო

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს პარასკევს მის მიერ კლიმატის სამიტზე გაკეთებული კომენტარის გამო შეაქო – ამის შესახებ “bloomberg”-ი წერს.

“ძალიან მახარებს რუსეთის პრეზიდენტის პუტინის გუშინდელი მოწოდება მსოფლიოსადმი, ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე და აშშ იმედს იტოვებს რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ამ საკითხთან თანამშრომლობაზე. ეს ბევრის მთქმელია”, – განაცხადა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენს და პუტინს ცივი ურთიერთობა აქვთ. მარტში, ინტერვიუს დროს ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია და ამიტომ მან თავისი მოქმედებებისთვის უნდა გადაიხადოს. ასევე, შეკითხვაზე, არის თუ არა პუტინი მკვლელი, მან დადებითად უპასუხა. თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის საერთო მიზნებისთვის რუსეთთან თანამშრომლობისთვის ღიაა.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი, როგორც აშშ-ს პრეზიდენტი, ევროპას პირველად ივნისში ეწვევა
შემდეგი სტატიაესპანეთში სამ ტოპ-ჩინოვნიკს მუქარის წერილები და გილზები გაუგზავნეს