ბაიდენმა პოროშენკოს და იაცენიუკს გაერთიანებისა და ნდობის გამტკიცებისკენ მოუწოდა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკთან ცალ-ცალკე სატელეფონო დიალოგისას ორივეს მოუწოდა შერიგებისა და ძალების გაერთიანებისკენ.
როგორც თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა, ბაიდენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავრობა უნდა გაერთიანდეს, რომ საზოგადოების ნდობა მოიპოვოს და ასევე უნდა გააძლიეროს კორუფციასთან ბრძოლა.
ბაიდენმა რევოლუციის ორი წლისთავი მიულოცა უკრაინელებს და ხაზი გაუსვა, რომ მოხარულია ამ მოკლე დროსი მიღწეული პროგრესის გამო.

banner
წინა სტატიაშიგოგი თოფაძე საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში თეა წულუკიანსაც ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეაში ქორწინების მასობრივი ცერემონია გაიმართა