ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის მიზეზების დადგენა სპეცსამსახურებს დაავალა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკის სპეცსამსახურებს კორონავირუსის პანდემიის მიზეზების დადგენა დაავალა – ქვეყნის მეთაურმა შესაბამისი განცახდება 26 მაისს გააკეთა.
“ჩემი პრეზიდენტად გახდომიდან მალევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩემს დამხმარეს ვთხოვე დაზვერვის სამსახურებმა მოამზადონ მოხსენება კოვიდ-19-ის წამომავლობასთან დაკავშირებით უახლეს შედეგებზე” – ამერიკელმა ლიდერმა თქვა. კერძოდ, აუცილებელი იყო გაგვერკვია დაავადება ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად წარმოიქმნა თუ ლაბორატორიაში მომხდარი შემთხვევის შედეგად.

ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკული დაზვერვის სამსახურები მიმდინარე მომენტში არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას, რომელიც იმის შეფასების შესაძლებლობას მისცემთ, რომ დაადგინონ თუ რომელი სცენარია უფრო დამაჯერებელი. ამიტომ მან სპეცსამსახურებს დაავალა გაააქტიურონ მომდომება და მომდევნო 90 დღის მანძილზე მოამზადონ მოხსენება. ამ ხნის მანძილზე დაზვერვის სამსახურები ინფორმაციის შეგროვებას და მის გააანალიზებას მოასწრებენ, რაც საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალებას მისცემთ – ჯო ბაიდენმა თქვა – “დოიჩე ველე” წერს.

ჩინეთი უჰანის ლაბორატორიაში მომხდარ შემთხვევას კატეგორიულად გამორიცხავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა 2021 წლის მარტში დაადგინეს, რომ ვირუსი ბუნებრივად არის წარმოქმნილი.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიის მთავრობას არ გაუფრთხილებია ბელორუსი თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ
შემდეგი სტატიაკორონავირუსის “ინდური” ვარიანტის შესაჩერებლად საფრანგეთი კარანტინს შემოიღებს