ბაიდენმა იაცენიუკზე თავდასხმა შეაფასა

ბაიდენმა იაცენიუკზე თავდასხმა შეაფასა

ბაიდენმა იაცენიუკზე თავდასხმა შეაფასააშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის პარლამენტარების მცდელობა შეაფასა, პრემიერ-მინისტრისთვის უმაღლეს რადაში სიტყვა გაეწყვეტინებინათ.

“ვიცე-პრეზიდენტმა მომხდარი გააანალიზა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდა ბოლო მოუღოს გაზრდილ რიტორიკას, რომელიც რეფორმებს ხელს უშლის, რომელიც ასე ძალიან სჭირდება უკრაინელ ხალხს”- ნათქვამია განცხადებაში.

ბაიდენმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ აუცილებელია სახალხო ერთიანობა და რეფორმები, რომელიც უახლოეს ვადებში უნდა განხორციელდეს.

გუშინ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა რადას ანგარიში ჩააბარა, ამასთანავე, ამ გამოსვლით მას იმუნიტეტი ამოუწურა. სხდომის მსვლელობისას დეპუტატმა ოლეგ ბარნამ პრემიერს ვარდების თაიგული გადასცა და და ის ტრიბუნიდან გამოათრია. თავისი საქციელი დეპუტატმა ახსნა იმითი, რომ უბრალოდ, მას პრემიერთან ჩახუტება უნდოდა. დეპუტატი “პოროშენკოს ბლოკიდან” გარიცხეს.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი: ხელის გულზე დავულაგებ მედიას ყველაფერს
შემდეგი სტატიაერდოღანი: ერაყის გაეროსადმი მიმართვა უსამართლოა