ბაიდენმა ევროპასთან ტრამპის სავაჭრო ომი დროებით შეაჩერა

აშშ-მ და ევროკავშირმა სავაჭრო დავაში ხუთი წლით სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს. დავა 17 წლის წინ Boeing-ისა და Airbus-ის სუბსიდიით დაიწყო, დონალდ ტრამპის დროს კი სრულფასოვან სავაჭრო ომში გადაიზარდა, რომელშიც ჩართული იყვნენ პარმეზანი, ვისკი და Harley Davidson-ი.

სამშაბათს მსოფლიოს ორმა უმსხვილესმა ეკონომიკამ შეთანხმებას მიაღწია დააპაუზონ კონფლიქტი, რომელიც ბიზნესს 3 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

ხუთი წლის მანძილზე ისინი იმედს იტოვებენ, რომ გადაწყვეტენ, მხარეები როგორ დაუჭერენ მხარს ავიალაინერების მწარმოებლებს ისე, რომ ერთმანეთთან და ჩინეთთანაც, რომელიც ფრთებს აწყობს, კონკურენციას ხელი არ შეუშალონ, ამავე დროს, არა მხოლოდ ავიამშენებლობისას.

“ახლა ჩვენ გვაქვს დრო და შესაძლებლობა საბოლოო გადაწყვეტილება მოვძებნოთ, ამავე დროს, იმპორტიორები მილიარდი ევროს ეკონომიის გაკეთებას შევძლებთ. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები სხვა დონეზე გადადის და ჩვენ, აშშ-სთან ერთად პრობლემის გადაწყვეტილებას ვიპოვით” – ევროსაბჭოს სავაჭრო კომისარმა ვლადის დომბროვსკისმა თქვა – “ბიბისი” წერს.

აშშ-ევროკავშირის ვაჭრობისა და მომსახურების ბრუნვის მოცულობა წელიწადში 1,1 ტრილიონ დოლარს აღემატება.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიIBM-მა გერმანიაში ევროპაში ყველაზე ძლიერი კვანტური კომპიუტერი ჩაუშვა
შემდეგი სტატიაასლან ბჟანიამ ბასკოვი “ახდზ-აპშას” მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა