ბაიდენმა და მერკელმა “ვაშინგტონის დეკლარაციას” მოაწერეს ხელი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ხუთშაბათს, 15 ივლისს ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ “ვაშინგტონის დეკლარაციას” მოაწერეს ხელი.

“ეს არის დოკუმენტი, რომელიც დემოკრატიული პრინციპებისადმი ჩვენს ერთგულებას ადასტურებს, რომელიც ორივე ქვეყნის ფუნდამენტია, ასევე, ადასტურებს, თუ როგორ გამოვიყენებთ, რომ დღევანდელი და ხვალინდელი დღეების უმნიშვნელოვანეს გამოწვევებს ვუპასუხოთ” – ბაიდენმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა თეთრ სახლში. “ჩვენი ქვეყნები გრძნობენ იმის აუცილებელ დადასტურებას, რომ დემოკრატიებს 21 საუკუნის მეორე მეოთხედში ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლიათ. ჩვენ დავიცავთ ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს და საერთაშორისო უფლებებს, როცა ვხედავთ, რომ ჩინეთი, ან სხვა ნებისმიერი ქვეყანა იმაზე მუშაობენ, რომ თავისუფლებები და ღია საზოგადოებები დაგმონ” – ბაიდენმა თქვა.

დოკუმენტში საუბარია “მომავლის ამერიკულ-გერმანული ფორუმის” შექმნასა და “ეკონომიკურ დიალოგზე”. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ აშშ და გერმანია თვლიან, რომ ნატო ევროპაში უსაფრთხოების დაცვის მთავარი ელემენტია.

შეხვედრაზე ხელი მოეწერა, ასევე, ენერგეტიკისა და კლიმატის დაცვის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს. “ეს იყო აზრების მეგობრული გაცვლა. ჩვენ მჭირდო თანამშრომლობა გვაერთიანებს. მინდა, რომ ეს ასე დარჩეს ჩემი კანცლერის პოსტიდან წასვლის შემდეგადაც” – თქვა თავის მხრივ ანგელა მერკელმა და დაამატა, რომ თანამშრომლობის ამდაგვარი ფორმატები ამის კარგ საფუძველს იძლევიან.

banner
წინა სტატიაშიბელგიასა და გერმანიაში წყალდიდობის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა
შემდეგი სტატიაბელორუსში “რადიო თავისუფლებისა” და “ბელსატის” ჟურნალისტებს ჩხრეკენ და აკავებენ