ბაიდენმა ამერიკულ კომპანიებს უკრაინაში სამხედრო ტექნიკის რემონტის უფლება მისცა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ თავდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე შეზღუდვები გააუქმა. ამ კომპანიებს უკრაინაში სამხედრო ტექნიკის რემონტის უფლება მიეცათ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ამ კომპანიების მიზანი პენტაგონის მიერ კიევისთვის გადაცემული ტექნიკის რემონტი და მომსახურება გახდება.

„ეს არის დიდი ცვლილება პოლიტიკაში კიევისთვის რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად დახმარების მიმართულებით“, – განუცხადა Reuters-ს ინფორმირებულმა წყარომ.

ეს კომპანიები ფრონტის ხაზიდან მოშორებით განლაგდებიან და მათი წარმომადგენლები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიღებენ. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ადასტურებს.

2022 წლის თებერვლის შემდეგ აშშ-მა უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების ტექნიკა და შეიარაღება გადასცა. აქამდე ამერიკული ტექნიკის გასარემონტებლად უკრაინის ფარგლებს გარეთ მისი გატანა იყო აუცილებელი. ასევე, ხშირ შემთხვევაში, უკრაინელი ტექნიკოსები მის რემონტს ამერიკელების ონლაინ-კონსულტაციის რეჟიმში ატარებდნენ.

უკრაინისთვის Patriot-ის საზენიტო სისტემების და F-16 ავიაგამანადგურებლების გადაცემის შემდეგ, მათი რემონტი ძალზე ნელა მიმდინარეობს. ამის გამო უკრაინელებმა გარკვეული ტიპი ამერიკული ტექნიკის გამოყენებაზე მისი დაზიანების შემდეგ საერთოდ უარი თქვეს.

banner
წინა სტატიაშიპავილიონისი: “საქართველო ევროპაა და არა რუსეთი”
შემდეგი სტატიანიკა გვარამია – დაგვიბრუნეთ წართმეული, დაგვიბრუნეთ სამშობლო, საქართველო ჩვენია, ჩვენ მივდივართ ევროპაში