ბაიდენმა აღიარა, რომ ტრამპის ცემის სურვილი აქვს

3აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ ის აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატთან დონალდ ტრამპთან ერთად სკოლაში რომ სწავლობდეს, მილიარდელს სიამოვნებით ცემდა. როგორც “სიენენი” ავრცელებს, ბაიდენმა განცხადება პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მხარდამჭერთა შეხვედრაზე თქვა, პენსილვანიის შტატში.
“პრესა ყოველთვის მეკითხება, არ მინდა მასთან დებატები მოვაწყო? არა, მე მინდა მასთან ერთ სკოლაში ვსწავლობდე, რომ სპორტდარბაზში გამეყვანა. აი, რა მინდა მე” – ბაიდენმა თქვა. სპორტდარბაზებში ამერიკელი მოსწავლეები ურთიერთობს არკვევენ, მათ შორის, მუშტებით.
ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან ეს სურვილი ტრამპის მიერ სექსუალურ ძალადობებზე საუბრისას გამოითქვა. “ის, რასაც ის ამბობდა, აკეთებდა და აკეთებს ახლა, არის “სექსუალური ხასიათის დარღვევა. მან (ტრამპმა-რედ) თქვა: “მე ცნობლი ადამიანი ვარ. მე ვარსკვლავი ვარ, ამიტომ, ჩემთვის დასაშვებია ის, რაც სხვისთვის მიუღებელია”. ეს ამაზრზენია, ვინც არ უნდა ამბობდეს მას” – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს ტარდება.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ამხმედ იმამყულიევი პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიაგაერო სირიის მთავრობას ქიმიური იარაღის გამოყენებაში სდებს ბრალს