ბაიდენის თქმით, თურქეთმა ერაყიდან ჯარი უნდა გამოიყვანოს

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რმ თურქეთის ჯარები ერაყის ტერიტორიიდან აუცილებლად უნდა გამოვიდნენ – ამის შესახებ “როიტერსი” წერს. ერაყის პრემიერ-მინისტრთან ჰაიდერ ალ-აბადთან საუბარში მან განაცხადა, რომ აშშ ერაყის სუვერენიტეტს მხარს უჭერს და თურქეთსაც მოუწოდა იგივე გააკეთოს.
ბაიდენი და მისმა თანამოსაუბრე მიესალმნენ თურქეთის ჯარის ქვეყნის ტეროტორიიდან გაყვანის პირველ ნიშნებს და შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ.

ვაშინგტონში ერაყს და თურქეთს მოუწოდებს ყველა ღონე იხმარონ კონფლიქტის დეესკალაციისთვის.
თურქეთის არმია მოსულთან ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის ერაყის ტერიტორიაზე. 4 დეკემბერს თურქეთმა საკუთარ არმიას მძიმე ტექნიკა დაამატა, რაც ერაყის პრემიერმა შეაფასა, როგორც სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული აგრესია.
ერაყის მთავრობა თავისი ქვეყნიდან თურქული არმიის დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიდავუთოღლუმ თურქი სამხედროების ერაყში ყოფნას ნორმა უწოდა
შემდეგი სტატიაესპანეთის პრემიერს ახალგაზრდა მამაკაცმა ქუჩაში სილა გააწნა