ბაიდენის თქმით, მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია, არჩევნებიდან გასვლა აიძულოს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებს არჩევნებიდან გასვლას რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპთან წარუმატებელი დებატების შემდეგ. ამის შესახებ ბაიდენმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

თეთრი სახლის ხელმძღვანელს ჰკითხეს, დატოვებს თუ არა არჩევნებს, თუ დარწმუნდება, რომ დონალდ ტრამპს ვერ დაამარცხებს.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ყოვლისშემძლე უფალი ჩამოვა და მეტყვის: „ჯო, გამოდი რბოლიდან“. ამ შემთხვევაში დავტოვებდი. უფალი ყოვლისშემძლე არ ჩამოვა“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ მასზე უფრო კვალიფიციური ადამიანი არსებობს შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის, ან ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის.

banner
წინა სტატიაშიგორში სატვირთო ავტომობილი დაიწვა
შემდეგი სტატიაბაიდენი – თუ ყოვლისშემძლე უფალი ჩამოვა და იტყვის: “ჯო, გამოდი რბოლიდან“ – მე რბოლიდან გამოვიდოდი – ყოვლისშემძლე უფალი არ ჩამოდის