ბაიდენის ადმინისტრაციამ 51-ე შტატის შექმნას მხარი დაუჭირა

51-ე შტატი

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კოლუმბიის ფედერალური მხარის 51-ე შტატად გარდაქმნას ოფიციალურად დაუჭირა მხარი – ამის შესახებ The Washington Times-ი წერს.

“საკმაოდ დიდი ხანი ვაშინგტონის 700 ათას მაცხოვრებელს კოლუმბიის მხარეში, აშშ-ს კონგრესში სრულფასოვანი წარმომადგენელი არ ყავდა” , – ნათქვამია ბიუჯეტისა და ადმინისტრაციული პოლიტიკის მმმართველობის განცხადებაში. ]

წარმომადგენლობითი პალატა, სადაც ხმათა უმეტესობა დემოკრატებს აქვთ კანონპრიექტს კენჭს მიმდინარე კვირას უყრის. კოლუმბია ერთ წარმომადგენელს მიიღებს პალატაში და ორს სენატში. ახალ ერთეულს ვაშინგტონის შტატი დაერქმევა.

რესპუბლიკელების თქმით, ეს ნაბიჯი სხვა არაფერია თუ არა დემოკრატების მხრიდან ძალაუფლების განმტკიცება.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი სამადაშვილზე: არაკოლეგიური იყო, ერთპიროვნულად არავინ არაფერი არ უნდა გააკეთოს
შემდეგი სტატიამელია: ვარ იმედგაცრუებული და, შეიძლება ითქვას, დამცირებულიც კი