ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას კიდევ 725 მილიონი დოლარის იარაღს გამოუყოფს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის კიდევ 725 მილიონი დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო იარაღს ამზადებს. ამის შესახებ Reuters-ი ორ ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს.

ახალ პაკეტში შედის ნაღმები, დრონები, Stringer რაკეტები და საბრძოლო მასალა HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის. იარაღი, რომელიც უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში დაეხმარება, აშშ-ს მარაგებიდან გამოიყოფა.

banner
წინა სტატიაშირუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების მასიური თავდასხმის გამო უკრაინაში ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა დაწესდა
შემდეგი სტატია„7 ადამიანს ჯგუფურად, დანით, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს“ – 2 პირს ბრალდება წარედგინა