ბაიდენი უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს G7-ისა და ნატოს სამიტებზე დააყენებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ივნისის ბოლოს ევროპას ეწვევა და G7-ისა და ნატოს სამიტებში მონაწილეობას მიიღებს.

აღნიშნულ შეხვედრებზე ბაიდენი უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს დააყენებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

„G7-ის სამიტზე პრეზიდენტი და სხვა ლიდერები განიხილავენ უამრავ აქტუალურ გლობალურ საკითხს, მათ შორის G7-ის ურყევ მხარდაჭერას დემოკრატიული და სუვერენული უკრაინის, ეკონომიკური და დემოკრატიული მდგრადობის, კლიმატის ცვლილებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, G7-ის ლიდერების შეხვედრა 26-28 ივნისს გერმანიაშია დაგეგმილი. ალიანსის სამიტი 28-30 ივნისს ესპანეთში, მადრიდში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას, სოცმედიაში იმართება კვაზი-ამხანაგური სასამართლოები