თურქეთი მზად არის სირიაში იმდენ ხანს დარჩეს, რამდენიც საჭიროა “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხებისთვის – ამის შესახებ დღეს, 25 აგვისტოს სტოკჰოლმში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა.
“ვფიქრობ, თურქეთის ცნობიერებაში გადატრიალება მოხდა, რომელიც იმ ფაქტის გაგებას უწყობს ხელს, რომ “ისლამური სახელმწიფო” ქვეყნისთვის ეგზისტენციური საფრთხეა” – პოლიტიკოსს სააგენტო Reuters-ი ციტირებს.
სტოკჰოლმის ვიზიტამდე ბაიდენი თურქეთში, ანკარაში ქვეყნის პრემიერს, ბილანი იილდირიმს შეხვდა. გუშინვე, თურქულმა არმიამ სირიის ქალაქი ჯარაბლუსი ექსტრემისტებისგან გაანთავისუფლეს.