ბაიდენი სომხების გენოციდის აღიარებას გეგმავს

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივი მკვლელობები ოფიციალურად აღიაროს როგორც გენოციდი – 21 აპრილს რამდენიმე მედიამ გაავრცელა, მათ შორის
The Wall Street Journal-მა და სააგენტო Reuters-მა – “დოიჩე ველე” წერს.
გენოციდის შესახებ განცხადებას, ბაიდენი, სავარაუდოდ, 24 აპრილს, 1915-1922 წლებში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს გააკეთებს – Reuters-ის წყარომ თქვა.
თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

გასულ წელს, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის მხარს დაუჭერს მასობრივი მკვლელობების გენოციდად გამოცხადების რეზოლუციას.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საღი აზრი გაიმარჯვებს
შემდეგი სტატიანატოს სამიტი, სადაც მომდევნო ათი წლის სტრატეგიაზე ისაუბრებენ, ივნისში ჩატარდება