ბაიდენი სხვა ქვეყნებს 20 მილიონ დოზა ვაქცინას გაუგზავნის

ბაიდენი სხვა ქვეყნებს 20 მილიონ დოზა ვაქცინას გაუგზავნის

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 60 მილიონის ნაცვლად 80 მილიონ დოზა ვაქცინას გაუგზავნის ქვეყნებს, რომ მათ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელება დროულად შეძლონ – ამის შესახებ “სიენენი” წერს. 60 მილიონ დოზა “ასტრა-ზენეკას” დაემატება 20 მილიონი დოზა “მოდერნა”, “ფაიზერი” და “ჯონსონ და ჯონსონი”. ამავე დროს, ბაიდენს არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყნებს გადასცემს დამატებით ვაქცინას.

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკმა განაცხადა, რომ ეს “ხუთჯერ მეტია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მიერ გამოყოფილი”. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 60 მილიონი დოზა ვაქცინის შესახებ განცხადება აპრილში გააკეთა.
აშშ-ში ერთი დოზა ვაქცინა ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 60%-მა გაიკეთა, სრული ვაქცინაცია გაიარა დაახლოებით 123 მილიონმა ამერიკელმა, რაც მოსახლეობის 43%-ია. რამდენიმე ხნის წინ ამერიკულმა რეგულატორმა “ფაიზერი” 12-15 ასაკობრივი ჯგუფისთვისაც დაუშვა.

 

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში “ტესლას” ქარხანა რამდენიმე თვეში დაიწყებს მუშაობას
შემდეგი სტატიაკუჭავა: 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ