ბაიდენი: რუსეთმა ომი უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში ომი უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია.

“რუსეთმა უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია. ეს შეუძლებელია”, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არგუმენტაციას უკრაინაში შეჭრის შესახებ “სასაცილოს” უწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უკრაინის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინისთვის 41 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატია2023 წელს, ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, სახელმწიფო პროგრამით, 28 ადამიანს ჩაუტარდა, რომელიც 3 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა