ბაიდენი – როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს? რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით?

როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს? – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას, თეთრ სახლში განაცხადა.

ბაიდენმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„როდის ვაპირებ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს? ასეთი მასობრივი სროლები იშვიათად ხდება მსოფლიოს სხვა ადგილას. რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? რატომ ვაძლევთ საშუალებას ეს მოხდეს? დროა, ვიმოქმედოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის დროს.

ბოლო მონაცემებით, ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. დაღუპულია 19 ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი.

ტეხასის გუბერნატორის გრეგ აბოტის განცხადებით, დაღუპულია თავდამსხმელი 18 წლის სალვადორ რამოსი, რომელიც პოლიციელის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.

banner
წინა სტატიაში“დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცები „დამაკმაყოფილებელ“ პირობებში იმყოფებიან და არ ექვემდებარებიან ძალადობას – The Guardian
შემდეგი სტატიაუკრაინაში შეჭრა შეიძლება, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იყოს – სოროსი