ბაიდენი – პუტინის წინაშე ქედს არ მოვიხრი, უკრაინას არ დავშორდები

მე არ ვიქნები მზად პუტინთან სასაუბროდ, ვიდრე პუტინი არ იქნება მზად, შეცვალოს თავისი ქცევა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების საკითხზე დაუსვეს კითხვა.

„არ მაქვს კარგი, საფუძვლიანი მიზეზი პუტინთან სასაუბროდ. ქცევაში რაიმე ცვლილების თვალსაზრისით, არ არის ბევრი რამ, რისი გაკეთებისთვისაც ის მზად არის, მაგრამ არ არსებობს მსოფლიო ლიდერი, ვისთან მოსალაპარაკებლადაც მზად არ ვარ. მესმის, რომ არსებობს ზოგადი კითხვა, არის თუ არა პუტინი მზად სალაპარაკოდ? მე არ ვიქნები მზად პუტინთან სასაუბროდ, ვიდრე პუტინი არ იქნება მზად, შეცვალოს თავისი ქცევა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს, ბაიდენმა აღნიშნა:

„ნათლად განვაცხადე, რომ პუტინის წინაშე ქედს არ მოვიხრი, უკრაინას არ დავშორდები, ნატო-ს სიძლიერეს შევინარჩუნებ. ჩვენ სწორედ ეს გავაკეთეთ და ამის კეთებას განვაგრძობთ მომავალშიც. ამერიკის მომავალი პოლიტიკა ამერიკელი ხალხის გადასაწყვეტია. ეს ბევრად მეტია, ვიდრე პოლიტიკური საკითხი, ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ყველა ამერიკელმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, არის თუ არა მსოფლიო ნატო-სთან ერთად უფრო უსაფრთხო, უფრო უსაფრთხო ხართ? თქვენი ოჯახი უფრო უსაფრთხოდაა? მჯერა, ამერიკელმა ხალხმა ყველა ამ კითხვაზე პასუხი იცის. პასუხი არის არის – დიახ. მჯერა, ამერიკული კონსენსუსი ტრუმენიდან რეიგანამდე და ჩემამდე დღემდე რჩება. ვფიქრობ, ვარ საუკეთესო კვალიფიციური ადამიანი, რომ ვაკეთო სამუშაო, დავრწმუნდე, რომ უკრაინა არ დაეცემა, უკრაინა წარმატებას მიაღწევს, ევროპული ალიანსი ძლიერი დარჩება“. – განაცხადა ბაიდენმა.

banner
წინა სტატიაში“ოცნებამ” ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ცინიზმის პიკია, როცა სალომე ზურაბიშვილი, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით