ბაიდენი მოუწოდებს უკრაინას დაპირებული რეფორმები შეასრულოს

10უკრაინამ პოლიტიკური და ეკონომიკური გარდაქმნების შესახებ დაპირება უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი რუსეთს სანქციებს მოუხსნის – განაცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა.
“ჩვენ ვიცით, რომ თუკი ისინი ევროკავშირს საბაბს მისცემენ, არსებობს სულ მცირე ხუთი ქვეყანა, რომელიც მზად არის, ახლავე თქვას: “ჩვენ აღარ გვსურს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებში მონაწილეობა”, – აღნიშნა ბაიდენმა ნიუ-იორკში საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, უკრაინის კრიზისის დაწყებისთანავე, ის ყოველ კვირას ორი-სამი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა ტელეფონით უკრაინის ხელმძღვანელობას და მას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებდა, ასევე სთხოვდა გერმანიას, საფრანგეთს და იტალიას, შეენარჩუნებინათ სანქციები.
“ევროპაში ჭარბობს შემდეგნაირი განწყობა: “პრეზიდენტის შეცვლამდე უკრაინა რუსეთს ეკუთვნოდა. მათ საკუთარი მარიონეტი ჰყავდათ. რატომ გვაიძულებთ ჩვენ სანქციებში მონაწილეობას?” – განაცხადა ბაიდენმა.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ბაიდენი და პოროშენკო ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდნენ, რომლის დროსაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი უკრაინას ერთი მილიარდი დოლარის საკრედოტო გაარანტიას აძლევენ.

banner
წინა სტატიაშიერდორანმა აშშ ტერორისტებთან კავშირში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიააშშ რუსეთს აფრთხილებს