მიყვარს ჩემი პერსონალი, მაგრამ ისინი ყოველთვის ამატებენ რაღაცებს. მე ვთქვი, რომ ნაცვლად იმისა, ყოველდღე შვიდ საათზე დავიწყო მუშაობა და შუაღამეს დავიძინო, ლოგიკური იქნებოდა, ცოტა ტემპი ამეჩქარებინა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ჯო ბაიდენმა დემოკრატი გუბერნატორების შეკრებაზე განაცხადა, რომ სჭირდება მეტი ძილი და ნაკლები მუშაობა.
„ასე არ არის. მე ვთქვი, რომ ნაცვლად იმისა, ყოველდღე 07:00 საათზე დავიწყო მუშაობა და შუაღამეს დავიძინო, უფრო ლოგიკური იქნებოდა, ცოტა ტემპი ამეჩქარებინა. ყოველთვის მაქვს მიდრეკილება – ვთამაშობ სპორტს, თუ პოლიტიკით ვარ დაკავებული. გავაგრძელო ეს, უბრალოდ, ცოტა ტემპს უნდა ავუჩქარო. მომდევნო დებატებში არ ვაპირებ დროის 15 ზონაში მოგზაურობას ერთი კვირით ადრე. ამის მიუხედავად, მიყვარს ჩემი პერსონალი, მაგრამ ისინი ყოველთვის ამატებენ რაღაცებს. ამის გამო ჩემი ცოლი ჯოჯოხეთში მაგდებს. გავიარე სამი მნიშვნელოვანი ინტენსიური ნევროლოგიური გამოკვლევა. ამბობენ, რომ კარგ ფორმაში ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს პატარა პრობლემა მარცხენა ფეხთან, რადგან ფეხი მოვიტეხე, კარგად ვარ. ყოველდღე გავდივარ ნევროლოგიური შესაძლებლობების შემოწმებას იმ გადაწყვეტილებებით, რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.