ბაიდენი კონგრესს სთხოვს, რუს ოლიგარქებს ქონება ჩამოართვან, უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ

ბაიდენი ევროპას ეწვევა

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის არამხოლოდ $33-მილიარდიანი დახმარების გამოყოფა, არამედ რუსი ოლიგარქებისთვის ქონების ჩამორთმევა და რუსეთის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაც სთხოვა.

“დამატებითი დაფინანსების გარდა, კონგრესს ვუგზავნი ამ ყოვლისმომცველ პაკეტს, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ძალისხმევას რუს ოლიგარქებს ჩამოვართვათ ბოროტად ნაშოვნი სარგებელი, პუტინის კლეპტოკრატებს ჩამოვართმევთ იახტებს, მდიდრულ სახლებსა და სხვა ბოტოტად ნაშოვნ სარგებელს”. – თქვა ბაიდენმა რუს ოლიგარქებზე.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ოლიგარქების გაყიდული აქტივები პირდაპირ მოხმარდება უკრაინის რეკონსტრუქციას.

“როდესაც ოლიგარქების აქტივები გაიყიდება, შემოსავალი გამოყენებული იქნება რუსეთის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და უკრაინის ასაშენებლად”. – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აშშ-მ რუს ოლიგარქებსა და კრემლთან კავშირში მყოფ პირებს აქტივები გაუყინა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირი, შესაძლოა, აშშ-მ მიაწოდოს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე კარგი საზომია