ერთი კანდიდატი ზედმეტად მოხუცი და პრეზიდენტობისთვის მენტალურად შეუფერებელია, მეორე კი მე ვარ, – ასე იხუმრა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან დაკავშირებით Gridiron Club-ის სადილზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ბაიდენის გამოჩენა Gridon Club-ის სადილზე, რომელსაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ესწრებიან, იყო პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი პირადად ესწრებოდა ამ ღონისძიებას.
ამასთან, ბაიდენმა ისაუბრა ჟურნალისტებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ისინი სულაც არ არიან ხალხის მტრები.
ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, კაია კალასთან უკრაინის ომთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ჩვენ არ დავხრით თავს, არც უკრაინელები დახრიან თავს, მე არ დავხრი თავს“, – განაცხადა ბაიდენმა.