ბაიდენი – დებატებზე კინაღამ ჩამეძინა

დებატებამდე მსოფლიოს გარშემო რამდენჯერმე ვიმოგზაურე, დებატებზე კი კინაღამ ჩამეძინა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპთან დებატებზე მისი გამოსვლა საუკეთესო არ იყო და ამის მიზეზად საზღვარგარეთ განხორციელებული ორი ვიზიტის დროს ფრენით გადაღლილობა დაასახელა.

„არ მქონდა საუკეთესო ღამე. გადავწყვიტე მსოფლიოს გარშემო რამდენჯერმე მოგზაურობა დებატებამდე. არ მოვუსმინე ჩემს თანამშრომლებს, დავბრუნდი და კინაღამ სცენაზე ჩამეძინა. ამას გამართლება არ აქვს, თუმცა ეს არის ახსნა“, – განაცხადა ბაიდენმა.

გასულ თვეში, ორი კვირის განმავლობაში ბაიდენი იტალიასა და საფრანგეთში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოდან ივნისში 26 უცხოელი გააძევეს
შემდეგი სტატიავედანტ პატელი – სანქციების მიუხედავად, აშშ გააგრძელებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან ურთიერთობას „პრიორიტეტულ საკითხებზე“