ბაიდენი და პუტინი ერთობლივ კონფერენციას არ გეგმავენ

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამიტის შემდეგ ერთობლივ პრეს-კონფერენციას არ გეგმავენ ჟენევაში.

შეხვედრის საბოლოო გეგმა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და შესაძლებელია, ის შეიცვალოს. მაგრამ ჩინოვნიკებმა, რომლებიც შეხვედრის დღის მოვლენებს ამზადებენ, თქვეს, რომ პარასკევს ერთობლივი პრეს-კონფერეცია არ იგეგმება.
კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმაც “სიენენთან” კომენტარის გაკეთებისას თქვა, რომ რუსეთი ჟენევაში არ ელოდება ერთობლივ პრეს-კონფერენციას. თუმცა, კრემლში თქვეს, რომ საბოლოო ფორმატის შესახებ მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და სამუშაო პროცესი მიდის.

“ამ შესაძლებლობის შესახებ ჩვენ ჩვენი ამერიკელი კოლეგებისგან გავიგეთ, მაგრამ ჩვენ ჯერ ისევ ველოდებით საბოლოო დადასტურებას, მაგრამ პრეზიდენტი პურინი თავიდანვე მზად იყო ნებისმიერი ალტერნატივისთვის” – პესკოვმა თქვა და დაამატა, რომ პუტინი მზად არის ერთობლივი პრეს-კონფერენციისთვის ან მზად არის ჩაატაროს მხოლოდ საკუთარი.

შეგახსეენბთ, რომ ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ჟენევაში 16 მაისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი “მოდერნას” წარმოებას დაიწყებს
შემდეგი სტატიანანატრი ევრო 2020 დაიწყო – თურქეთი და იტალია ხვდებიან ერთმანეთს