ბაიდენი ცეცხლსასროლი “ეპიდემიის” წინააღმდეგ

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის “ეპიდემიასთან” ბრძოლის ზომების შესახებ 8 აპრილს ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული იარაღით ძალადობა “საერთაშორისო სირცხვილი” გახდა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა იარაღის გამოყენებით ადამიანების სიკვდილს “საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი” უწოდა.
ზომებს შორის, რომელიც, პრეზიდენტის აზრით პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია, არის თვითნაკეთი იარაღის აწყობაზე კონტროლის გაძლიერება, გარდა ამისა, რამდენიმე ტიპის იარაღის გაყიდვის აკრძალვა. ასევე, პრეზიდენტის ინიციატივაა იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების გაძლიერება, რომლებიც ძალადობის პრობლემებზე მუშაობენ.
8 აპრილს, მაშინ, როცა ჯო ბაიდენი იარაღის კონტროლზე საუბრობდა, ტეხასში, ერთ-ერთი ავეჯის ქარხანის თანამშრომელმა ერთი მოკლა და სამი ადამიანი დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით. დაჭრილია, ასევე, პოლიციელი. დამნაშავე დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე მორატორიუმი გამოცხადდეს
შემდეგი სტატიასაქართველოში აშშ-ის საელჩო ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს ეხმაურება