ბაიდენი ავღანეთიდან ჯარის გამოყვანას 11 სექტემბრისთვის გეგმავს

ავღანეთი ბაიდენი ჯარის გაყვანა

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის შესახებ განცხადებას გააკეთებს. სავარაუდოდ, ის ჯარის სამშობლოში დაბრუნებას 11 სექტემბრის ტერაქტების წლისთავს დაამთხვევს – ამის შესახებ პირველმა “”ვაშინგტონ პოსტმა” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა.

ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჯარების გამოყვანას მაისში გეგმავდა. ბაიდენი გადაწყვეტილებაზე დიდი ხანი ფიქრობდა და მოკავშირეებთან კონსულტაციას გადიოდა.

მიმდინარე მომენტში ავღანეთში 2 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მცირე რაოდენობაა. ამავე დროს, უცნობია, გადაწყვეტილება შეეხება თუ არა სხვა კონტრტერორისტულ მისიებს, რომლებიც ოფიციალურად კონტიგენტის ნაწილად არ ითვლება.
ჯო ბაიდენმა სიმბოლური თარიღი 11 სექტემბერი აირჩია, მიმდინარე წელს ტრაგედიიდან 20 წლისთავი სრულდება.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე: თუ დიდ სუფრებს არ გადავეჩვიეთ ცოტა ხნით, სიტუაცია ისევ დამძიმდება
შემდეგი სტატია“Ever given” ისევ გაიჭედა სუეცის არხში, ამჯერად სასამართლოს გადაწყვეტილებით