ბაიდენი არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფოს ყოფილ მეთაურ ბარაკ ობამას განუცხადა, რომ 2024 წელს, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ The Hill ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„მას კენჭისყრა სურს და ის წესით, ყველას გააგებინებს ამის შესახებ“, – აღნიშნა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც იცნობს ობამასა და ბაიდენის საუბრებს.

წყარომ ასევე თქვა, რომ ბაიდენი, მიუხედავად მისი არასტაბილური რეიტინგისა, დემოკრატიული პარტიის ყველაზე სავარაუდო კანდიდატად, მაინც დარჩება.

„ჩემი აზრით, მას მიაჩნია, რომ ის ერთადერთია, ვისაც ტრამპის რეალურად დამარცხება შეუძლია“, – აცხადებსმეორე წყარომ.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში
შემდეგი სტატიაოკუპანტები აგრძელებენ ატომური ელექტროსადგურის მუშაკების ტერორს, იტაცებენ და აწამებენ ხალხს – UNIAN