ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი მას დაამტკიცებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრას მომავალ კვირაში გეგმავს.
ჩინური სოციალური ქსელის აკრძალვის კანონპროექტს მხარს უჭერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსიც.
„ტიკ-ტოკის“ აკრძალვას ეწინააღმდეგება ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი. მისი თქმით, „ტიკ-ტოკი“ თუ აიკრძალება , „ფეისბუქის“ საქმიანობა გაორმაგდება, რაც მისთვის მისაღები არ არის.