ბაიდენ კონგრესს – მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ის კონგრესს, დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, დახმარების პაკეტის დამტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისა და ისრაელისთვის.

„მე მზად ვარ, გავაგრძელო ჩემი წვლილის შეტანა. ვფიქრობ, კონგრესის წევრების დიდი უმრავლესობა მზად არის, შეიტანოს თავისი წვლილი და გააგრძელოს მოწოდება ყველა წევრისთვის, ვინც ამ ოთახში იმყოფება, რომ წავიდნენ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. ის ყაჩაღია.

მე მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის. კანონპროექტი მოიცავს უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას და არანაკლებ მნიშვნელოვანია ღაზის სექტორის ჰუმანიტარულ დახმარებისთვის. მათ ეს ნამდვილად სჭირდებათ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთი უკრაინის განაღმვის კოალიციას შეუერთდა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია